შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილება 1945 წელს. გამოქვეყნებული აქვს წერილები "ქართული დიალექტიზმები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში" (1962), "მასალები ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონისათვის" (1970), "ქართული ლექსიკონი" (1981, თ. ბეროზაშვილსა და ლ. ნოზაძესთან ერთად). იგი მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის"(ტ. 1-8, 1950-1964) მომზადებაში. (VI ტომის ერთ-ერთი რედაქტორია). ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გ. სუნდუკიანი და ქართული ლექსიკა-ფრაზეოლოგია მის ნაწარმოებში", დაიცვა 1951 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.603; იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVIII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2010.-გვ.242 (ice.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |