შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შხვაცაბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1964 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო 1975 წელს. 1964 წლიდან მონაწილეობს 1964 წლიდან; ნამუშევრები: დეკორატიული ქანდაკება რესტორან "არაგვის წინ" (მარმარილო, 1970), მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიცია საქართველოს მიღწევათა გამოფენაზე (1971), "ახალგაზრდა ქალის ფიგურა" (1975), "ახალგაზრდობა" (თაბაშირი, 1975; გადაეცა სსრკ სამხატვრო აკადემიის ვერცხლის დიდი მედალი; ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მირზა გელოვანის ძეგლი (ბრინჯაო, 1977), "შინმოუსვლელთა მემორიალი" (სპილენძი, ბეტონი, 1978; ორივე ახალგაზრდული ქალაქი ჟიული შარტავა), "მეგობრობის ყვავილი" (1980), "ხსოვნის კედელი" (ქვა, 1981), "დროშები ჩქარა" (ბრინჯაო, 1988, ორივე - გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი), "ვერიკო ანჯაფარიძე" (1990) და სხვა; 1992 წელს, საბერძნეთის ქ. ოლიმპიაში, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების წინ, გაიხსნა მისი ქანდაკება "მშვიდობის ჩირაღდანი"; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ტაშკენტის ლიტერატურისა და ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე საბერძნეთში, თურქეთში, აშშ-ში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 357; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.305 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |