The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შხვაცაბაია

გიორგი შხვაცაბაია
Date of birth:15 April, 1940  (84 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1964 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო 1975 წელს.

1964 წლიდან მონაწილეობს 1964 წლიდან; ნამუშევრები: დეკორატიული ქანდაკება რესტორან "არაგვის წინ" (მარმარილო, 1970), მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიცია საქართველოს მიღწევათა გამოფენაზე (1971), "ახალგაზრდა ქალის ფიგურა" (1975), "ახალგაზრდობა" (თაბაშირი, 1975; გადაეცა სსრკ სამხატვრო აკადემიის ვერცხლის დიდი მედალი; ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მირზა გელოვანის ძეგლი (ბრინჯაო, 1977), "შინმოუსვლელთა მემორიალი" (სპილენძი, ბეტონი, 1978; ორივე ახალგაზრდული ქალაქი ჟიული შარტავა), "მეგობრობის ყვავილი" (1980), "ხსოვნის კედელი" (ქვა, 1981), "დროშები ჩქარა" (ბრინჯაო, 1988, ორივე - გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი), "ვერიკო ანჯაფარიძე" (1990) და სხვა; 1992 წელს, საბერძნეთის ქ. ოლიმპიაში, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების წინ, გაიხსნა მისი ქანდაკება "მშვიდობის ჩირაღდანი"; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ტაშკენტის ლიტერატურისა და ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე საბერძნეთში, თურქეთში, აშშ-ში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 357; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.305

Awards and Honors

  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებაში, ოლიმპიზმის იდეების პროპაგანდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვი
  • 1990 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Share: