შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შხვაცაბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულეტი 1930 წელს და მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის ასპირანტურა 1935 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1952-1993წწ. იყო მოსავლის ასაღები მანქანების კათედრის გამგე; მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათა გამოცდასა და მათი გამოსაცდელი ხელსაწყოების შექმნას; 1929 წელს დაამყარა საკავშირო რეკორდი სიმაღლეზე ხტომაში (183 სმ) და გახდა პირველი ქართველი რეკორდსმენი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეზო-სავანეში დგას მისი ბიუსტი; მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში; სპორტსმენი (მძლეოსანი); ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1951). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |