The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შხვაცაბაია

გიორგი შხვაცაბაია
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1993  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულეტი 1930 წელს და მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის ასპირანტურა 1935 წელს.

1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1952-1993წწ. იყო მოსავლის ასაღები მანქანების კათედრის გამგე; მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათა გამოცდასა და მათი გამოსაცდელი ხელსაწყოების შექმნას; 1929 წელს დაამყარა საკავშირო რეკორდი სიმაღლეზე ხტომაში (183 სმ) და გახდა პირველი ქართველი რეკორდსმენი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეზო-სავანეში დგას მისი ბიუსტი; მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში; სპორტსმენი (მძლეოსანი); ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1951).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1957-)
  • სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1928 - სსრკ პირველი სპარტაკიადა, ჩემპიონი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: