Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჩანტლაძე![]()
Biographyდბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1957 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში კონფერანსიედ; 1960-1961წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1962 წლიდან - მის მიერ დაარსებული მინიატიურების თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი; საუკეთესო როლები: ლუარსაბი, ანატოლ ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ბესარიონ გაჩეჩილაძე (სპექტაკლები: "ლუარსაბ თათქარიძე", "ისევ სტყუით, ამხანაგო ნოვოსელცევ", "არ შეგირიგდები", "ახალ ბინას გილოცავთ", "პაემანი ხეზე, ანუ ბესარიონის თავგადასავალი"), თავადი ვახტანგ ვაჩნაძე, ალფონსო (მინიატურები "სტუმრად წასვლა", "ფული და სიყვარული") და სხვა; მისთვის დამახასიათებელი იყო იმიტაციისა და გარდასახვის დიდი უნარი, გამომსახველ საშუალებათა მრავალფეროვნება, აქტიორული ტექნიკა, ლირიზმი, იუმორი; თბილისში არის თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.930 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |