შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩახავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს. 1967-1971წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; ნამუშევრები: თბილისში - ავტოგზების სამინისტროს შენობა არქიტექტორ ზ. ჯალაღანიძესთან ერთად (საინჟინრო კორპუსი 1976; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1981); ავტორია განხორციელებული პროექტებისა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და ავღანეთში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა და დაინერგა მშენებლობაში ანაკრები "უნივერსალური სამშენებლო ელემენტები" და არმოცემენტის კვერცხისებური სივრცითი კონსტრუქცია. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.101 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |