The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩახავა

გიორგი ჩახავა
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2007  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს. 

1967-1971წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი; ნამუშევრები: თბილისში - ავტოგზების სამინისტროს შენობა არქიტექტორ ზ. ჯალაღანიძესთან ერთად (საინჟინრო კორპუსი 1976; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1981); ავტორია განხორციელებული პროექტებისა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და ავღანეთში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა და დაინერგა მშენებლობაში ანაკრები "უნივერსალური სამშენებლო ელემენტები" და არმოცემენტის კვერცხისებური სივრცითი კონსტრუქცია.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მონაწილეობისთვის"
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მედალი
    განსაკუთრებული დამსახურებისთვის არქიტექტურაში

გააზიარე: