შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა ჩახავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სერგიეთი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; არის ლირიკულ-კომედიური მსახიობი; მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მომხიბვლელობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გარდასახვის იშვიათი უნარი, რაც ხელს უწყობს მსახიობს შექმნას ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული სახეები: ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), ნადია (მაქსიმ გორკის "მტრები"), გაიანე (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ფეფელა (გ სუნდუკიანის "პეპო"), ოფელია, მარგარიტა (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "რიჩარდ III"), ზაბლონა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა; მან გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული კინოს განვითარებაში; შექმნა ცქრიალას ("ჭრიჭინა"), თამროს ("გლახის ნაამბობი"), ნინოს ("ნინო"), მელანოს ("ბაში-აჩუკი"), ქეთო ტაბაღუას (ტელესერიალი "ძილის წინ") და სხვა საინტერესო ეკრანული სახეები. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.355 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |