The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეპუ მეუნარგია

Date of birth:18??
Date of death:1851
Burial location:ცაიში
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი.

მიიღო თუ არა სპეციალური განათლება, არ არის ცნობილი. ქართული ჭედური ხელოვნების ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნა თავისი დროისთვის მნიშვნელოვანი ჭედური ძეგლები. მისი ნამუშევრებიდან ცნობილია მის მიერ ხელმოწერილი მარტვილის მაცხოვრის დიდი ჭედური ხატი და სოფელ აიას წმინდა გიორგის შედარებით პატარა ხატი. გარდა ამისა, მას აკუთვნებენ წალენჯიხის, ცაიშის (1843) ჭედურ ხატებს, რომლებზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი; აგრეთვე სოფელ ორბელის მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატს (1837). ამ ნამუშევრებს გარდა, ცაიშის ეკლესიაში ინახებოდა მის მიერ ხელმოწერილი ჯვარი და 2 სამწერობელი. ყველაზე მნიშვნელოვანია მარტვილის მაცხოვრის ხატი (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), რომელიც მას 1849 წელს შეუქმნია. ხატზე მოცემულ ფიგურათა პროპორციები მძიმეა, შედარებით მსუბუქად და ლამაზადაა დამუშავებული სამოსლის ნაოჭები, ხატს ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი. 1839 წელს მეფის მთავრობამ ოქრომჭედლობის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დედლით დააჯილდოვა. ქართველი ოქრომჭედელი. ძველი ქართული ჭედური ხელოვნების უკანასკნელი წარმომადგენელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ. 621


Share: