The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის მეფერტი

დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1937  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი.

დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1908 წელს.

1908-1935 წლებში მუშაობდა გეოლოგიური კომიტეტის კავკასიის სექციაში, 1935-1937 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყაზახეთის სამეცნიერო-კვლევით ბაზაში (ალმა-ათა) გეოლოგად და ადგილობრივი სამთო ინსტიტუტის გეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად. 1923-1931 წლებში მან ერთვერსიანი მასშტაბით აგეგმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი (ზემო იმერეთი, ქვემო რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია, აჭარა), აგრეთვე ახალციხის აუზი, ჯავახეთი, ნაწილობრივ თრიალეთი, რითაც ახალი და უფრო მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ამ რეგიონების გეოლოგიას. მან ფაუნისტურად დაასაბუთა ა. ჯანელიძის შეხედულება დასავლეთ საქართველოს პორფირიტული წყების ბაიოსური ასაკის შესახებ, დაადგინა ოკრიბის ბათური ნალექების თანმიმდევრობა და ასაკი, მნიშვნელოვნად დააზუსტა ცარცული სისტემის სტრატიგრაფია, შეიმუშავა პალეოგენური და ნეოგენური ნალექების დანაწილების იმ დროისათვის საკმაოდ სრულყოფილი სქემები; არსებითი ცვლილებები შეიტანა აღნიშნული რეგიონების ტექტონურ გაშიფვრაშიც; პირველმა სცადა დასავლეთ საქართველოს ტექტონური დარაიონება. გეოლოგი, საქართველოს მკვლევარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ. 623



გააზიარე: