The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თამაზაშვილი

თამაზ თამაზაშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი 1985 წელს.

1996–2001 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, 2001–2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2002–2004 წლებში საქართველოს ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე. პოლიციის გენერალ-მაიორი (2000). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.301

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკი
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1982 - სსრკ ჩემპიონი ხუთჭიდში
  • 1978 - სპორტის ოსტატი (ძიუდო)

გააზიარე: