შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ფხალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სკინდორი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს. 1947-1974წწ. განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრას. 1974-1981წწ. იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო კონსულტანტი. ძირითადად იკვლევდა დერმატოლოგია-ვენეროლოგიაში საკურორტო ფაქტორების გამოყენებას და მკურნალობის ახალ მეთოდებს, ნერვროლუესის განვითარების მიზეზებს და პროფილაქტიკას. დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948), საქართველოში დერმატოლოგიურ-ვენეროლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.437 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |