The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ფხალაძე

დაბადების თარიღი:31 მაისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1981  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სკინდორი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს.

1947-1974წწ. განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრას. 1974-1981წწ. იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო კონსულტანტი. ძირითადად იკვლევდა დერმატოლოგია-ვენეროლოგიაში საკურორტო ფაქტორების გამოყენებას და მკურნალობის ახალ მეთოდებს, ნევროლუესის განვითარების მიზეზებს და პროფილაქტიკას. დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948), საქართველოში დერმატოლოგიურ-ვენეროლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.437; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.348-349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დერმატოლოგთა საზოგადოების, თავმჯდომარე (1964-1981)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: