| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ თამამშევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის ქვეითი იუნკერთა სასწავლებელი 1878 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში; ომის დროს მსახურობდა ოფიცრად 140-ე ქვეით პოლკში. 1882-1890წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, დავალებათა ოფიცრად; 1899-1901წწ. - კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალთან, დავალებათა ობერ-ოფიცერი; 1903-1909წწ. - კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი და 1908 წლიდან, პარალელურად ტფილისის სახაზინო თეატრის დირექტორი. 1907 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1909-1913წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის მეფისნაცვალთან დავალებათა შტაბ-ოფიცრად; 1914-1917წწ. - კავკასიის მეფისნაცვალთან დავალებათა გენერალი და კავკასიის მეფისნაცვალთან პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან ლტოლვილთა მოწყობის სამმართველოს მთავარი რწმუნებული; 1916 წლიდან - კავკასიის არმიის მთავრსარდალთან დავალებათა გენერალი; 1910 წლიდან იყო ტფილისის გუბერნიის ციხეების მზრუნველთა კომიტეტის საპატიო წევრ-დირექტორი, ტფილისის საცხენოსნო საზოგადოების მმართველობის წევრი და კავკასიის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე; 1918 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, საფრანგეში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მათ შორის სპარსეთის "ლომისა და მზის" I ხარისხის ორდენი, 1891 - იტალიის "გვირგვინის" კავალერთა ჯვარი (1891), ბუხარის "ამომავალი მზის" II ხარისხის ორდენი (1893). გენერალ-მაიორი (1913). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.455; სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.66 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

