შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული. განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 20 წლისა რუსეთის დედოფლის ფრეილინად დაინიშნა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის სამეფო კართან. თამარ ბატონიშვილი 1832 შეთქმულების აქტიური წევრი გახდა და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა. აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების გეგმის შედგენაშიც. შეთქმულთა დამარცხების შემდეგ მას ჩამოართვეს უფლისწულის(ცარევნას) ტიტული და რუსეთში გადაასახლეს. დაკრძალულია მცხეთაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |