The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:თამარ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1791
გარდაცვ. თარიღი:1875  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ასული. განათლება მიიღო სამეფო კარზე და ოჯახში. 20 წლისა რუსეთის დედოფლის ფრეილინად დაინიშნა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგის სამეფო კართან. თამარ ბატონიშვილი 1832 შეთქმულების აქტიური წევრი გახდა და ამ საქმეში რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანიც ჩააბა. აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების გეგმის შედგენაშიც. შეთქმულთა დამარცხების შემდეგ მას ჩამოართვეს უფლისწულის(ცარევნას) ტიტული და რუსეთში გადაასახლეს. დაკრძალულია მცხეთაში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.457


გააზიარე: