შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარა კვეესი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელი. მხატვრობამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა, ძირითადად ხატავდა ნატურიდან - ყვავილებს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების პორტრეტებს. 1921 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. უკვე ამ დროიდან აქტიურად მუშაობს გრაფიკაში, ფერწერასა და ოფორტში (მშრალი ნემსის ტექნიკით). 1930 წელს სწავლის თავისუფალი რეჟიმის მქონე კლარა კვეესი "მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების" ბრალდებით გარიცხეს აკადემიიდან; 1930-1934წწ. მუშაობდა რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, სადაც გააფორმა სპექტაკლები: სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" და მოლიერის "სკაპენის ოინები"; 1939-1970წწ. მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მათ შორის ვანის, მცხეთის, ბაგინეთის, ბედიანის, სვანეთის, პიცუნდის გათხრებში). მისი არქეოლოგიური ჩანახატებით, სქემებითა და რეკონსტრუქციებით იბეჭდებოდა არქეოლოგიური ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, მაგრამ სამწუხაროდ, არსად არ არის მოხსენიებული. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1967 წელს ეწყობა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში, თავად მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით. გამოფენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროფესიულ საზოგადოებაში. 1968 წელს ექსპოზიცია საქართველოს მხატვართა კავშირში გადაიტანეს. მხატვრის სიცოცხლეში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა შესდგა 1982 წელს მხატვართა სახლში; 1997 წელს კი უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მოეწყო გამოფენა "კავკასიურ სახლში". მნიშვნელოვანი ნამუშევრები: შიშველი ნატურების სერია, ნატურმორტი ბოთლებით, ნატურმორტი სარძევეთი, გრაფიკული ნატურმორტების სერია, მამაკაცის პორტრეტი, ქალის პორტრეტი. ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის არქივებში, საქართველოს კერძო კოლექციებში. წყარო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია : feminism-boell.org; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |