შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის ასული. 1105/1106 წელს დავითმა იგი შირვან-შაჰ მანუჩაჰრ II-ს მიათხოვა. ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვან-შაჰთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქმრის–შირვან-შაჰის გარდაცვალების შემდეგ თამარი სამშობლოში დაბრუნდა, ააგო თიღვის მონასტერი და იქვე აღიკვეცა მონაზვნად. იხსენიება მონასტრის მთავარი ნაგებობის–ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფასადის წარწერებში. იყო ძმისშვილის-გიორგი III-ის გამზრდელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.458
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |