The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი

ოფიციალური სახელი:თამარ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:1150
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

XII საუკუნის მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის ასული. 1105/1106 წელს დავითმა იგი შირვან-შაჰ მანუჩაჰრ II-ს მიათხოვა. ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვან-შაჰთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქმრის–შირვან-შაჰის გარდაცვალების შემდეგ თამარი სამშობლოში დაბრუნდა, ააგო თიღვის მონასტერი და იქვე აღიკვეცა მონაზვნად. იხსენიება მონასტრის მთავარი ნაგებობის–ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფასადის წარწერებში. იყო ძმისშვილის-გიორგი III-ის გამზრდელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.458


გააზიარე: