The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ქავთარაძე

ალექსი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:1907  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1836 წელს ჩაირიცხა შავი ზღვის სახაზო ბატალიონში. მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჟანყების ჩახშობაში. 1850 წელს გადაიყვანეს ლაიბ-ერევნის გრენადერთა პოლკში. 1853-1855წწ. ყირიმის ომის აქტიური მონაწილე. 1861 წელს ფლიგელ-ადიუტანტის წოდება მიიღო. 1874 წელს პოლკოვნიკის ჩინით დაინიშნა დერბენდის 154-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში არაერთ საბრძოლო წარმატებას მიაღწია. 1877 წელს იერიშით აიღო მუხთარ-ფაშას ძლიერ გამაგრებული პოზიციები. ამ გამარჯვებისთვის წმ. გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.441

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: