The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიტო ჭალაგანიძე

დიტო ჭალაგანიძე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ჭალაგანიძე
დაბადების თარიღი:1836
გარდაცვ. თარიღი:1917  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

მარტვილის სამგალობლო სკოლის და მგალობელთა ოჯახის მეოთხე თაობის განთქმული წარმომადგენელი; სიცოცხლეში "სიმღერა–გალობის პაპა" უწოდეს; მრავალი მომღერლის, მგალობელის აღმზრდელი, მათ შორის: რაჟდენ ხუნდაძე, ანტონ დუმბაძე; ჰქონდა საგალობლის ჩაწერის საკუთარი ნიშნები, როგორც ამბობდნენ, "ჩამოანოტებდა ხოლმე"; როცა ჭყონდიდელი კათოლიკოსი წირავდა მარტვილის ტაძარში, უსათუოდ იწვევდა დიმიტრი ჭალაგანიძეს, ხოლო მას თან მიჰყავდა თავისი ვაჟი ანტონი (II ხმა) და თეიმურაზ გეგეჭკორი (I ხმა); თავისი სიმღერა–გალობით, საგალობელთა ცოდნით გაუოცებია ფ. ქორიძე და ა. ბენაშვილი; იყო ცნობილი ლოტბარი და სრული მგალობელი, რაც საგალობლის ყველა ხმის ცოდნას ნიშნავს. ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 565; qwelly.com


გააზიარე: