The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე
Legal name:ელისაბედ ნაკაშიძე
Date of birth:August, 1885
Date of death:22 February, 1937  (at 51 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამღვთო, ოზურგეთის რაიონი.

დაიბადა თავად იოსებ ნაკაშიძის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება, პროფესია კოოპერატორი. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ ჩეკას დადგენილებით "მენშევიკური პარტიის" 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში; 1925 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში; განაგრძო ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობა, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას მდივანმა; 1926 წელს ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი; 1926 წლის 29 ივნისს ჩეკამ დააპატიმრა; 1926 წლის 24 ივლისს ის მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში; 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით; გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში; შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა; 1936 წლის 21 სექტემბერს მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში; 1936 წლის 6 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში; 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ.,2016.-გვ.177; სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატიის პორტალი: feminism-boell.orgყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.47

Member of Organizations

  • გურიის ქალთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)

Share: