The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე
Date of birth:12 March, 1861
Date of death:15 July, 1941  (at 80 years)
Category:Engineer, Military Person, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის ტოპოგრაფიული (გეოდეზიური) სასწავლებელი 1883 წელს.

1883 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ტოპოგრაფიულ განყოფილებაში ტოპოგრაფიული აგეგმვების მწარმოებლის თანამდებობაზე; 1883-1900წწ. კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე სტავროპოლსა და დაღესტანს შორის სხვადასხვა მასშტაბებში აწარმოებდა ტოპოგრაფიულ აგეგმვებს. მუშაობდა აგრეთვე ყირიმში - ქ. ევპატორიის მიდამოებში, ასევე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მამისონის გადასასვლელსა და მთა ღვანდრას მერიდიანებს შორის და სხვ. 1901-1902წწ. გეოდეზიურ სამუშოებს აწარმოებდა ყარსიის ოლქში და მდ. თერგის დელტაზე; 1903-1918წწ. მისი ხელმძღვანელობით აიგეგმა ყუბანის ოლქის ტერიტორია, შავი ზღვის სანაპირო, სპარსეთისა და თურქეთის მოსაზღვრე რაიონები; 1918-1921წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილების უფროსად და სამხედრო სამინისტროს კანცელარიის უფროსად. 1919-1941წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1924-1932წწ. - საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ალპინიზმის დაფუძნებაში. 1891 წლის 27 ივლისს ავიდა ცენტრალური კავკასიონის მწვერვალ უილთაფაზე (4649მ.).  ჯარში მსახურობდა 1880 წლიდან. 1903 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, გეოდეზიურ სამუშაოთა მწარმოებლად, ქვეგანყოფილების უფროსად. მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში. 1917 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება - ბრწყინვალე სამსახურისათვის და შრომებისათვის, გაწეული სამხედრო მდგომარეობის დროს.  იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. პირველი ქართველი მთამსვლელი, ქართველთაგან პირველმა ჩაატარა კავკასიონის ზოგიერთი მწვერვალისა და მყინვარის ტოპოგრაფიული აგეგმვა. ტოპოგრაფ-გეოდეზისტი, მთამსვლელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.441-442; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.35; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.254-255

Awards and Honors

  • 1904 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1898 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: