შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1945 წლიდან ამავე ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრის ლექტორი იყო, 1976 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, 1972 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელწიფო კომისიის წევრი. იკვლევდა ქართული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიის პრობლემებს, მწერლის ენისა და სტილის საკითხებს, სალიტერატურო ენისა და დიალექტების ლექსიკას. ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.442; ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |