The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ქავთარაძე

ივანე ქავთარაძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1984  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1945 წლიდან ამავე ფაკულტეტის ახალი ქართული ენის კათედრის ლექტორი იყო, 1976 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, 1972 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელწიფო კომისიის წევრი. იკვლევდა ქართული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიის პრობლემებს, მწერლის ენისა და სტილის საკითხებს, სალიტერატურო ენისა და დიალექტების ლექსიკას. ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.442; ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ქართული ხალხური სიტყვიერების" სრული კორპუსის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • თბილისის უნივერსიტეტის საკანდიდატო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალირი საბჭო, თავმჯდომარე
  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი
  • საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მედმივი სახელმწიფო კომისია, წევრი
  • სკკპ, წევრი (1947-)
  • უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეცსაბჭოები , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1975 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: