The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ჭანიშვილი

რეზო ჭანიშვილი
ოფიციალური სახელი:ლაუზ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

ცეკვა დაიწყო აჭარის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში გ. ჩიხლაძის ხელმძღვანელობით; 1955–1956წწ. იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის, ქართული ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის(ქორეოგრაფი გ. დარახველიძე) მოცეკვავე; 1963–1970წწ. მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა ანსამბლებში, მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურის სახლის ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი; 1974 წლიდან თბილისის ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდიის დირექტორის მოადგილე და ცეკვების დამდგმელი; 1975–1978წწ. თბილისის საქალაქო, რესპუბლიკური, საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი ქორეოგრაფი; 1978–1980წწ. დამასკოში (სირია) ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონსულტანტი; 1980–1983წწ. ჯ. ჭკუასელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს; 1981 წელს დააარსა ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდია, იყო მისი პირველი დირექტორი; 1983 წელს თბილისის პიონერთა სასახლეში პედაგოგი; დააარსა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერანი", (გასტროლები 30–მდე ქვეყანა, მრავალი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი); საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა ერთ–ერთი დამფუძნებელი; თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტთან არსებული ფოლკლორული კომპლექსის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; არის ჰელსინკის ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალიი პირველი ხარისხის მედლის, დიპლომისა და ოქროს მედლის მფლობელი (1962), ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, ცეკვა "ქართულის" შესრულებისთვის (1972). ცეკვების დადგმები: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი (დრამატულ თეატრებში, კინოფილმებში). ქორეოგრაფი-ქორეოლოგი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.566; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.337

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების მედალი
    მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდისა და ქართული კულტურის განვითარების საქმეში მიღწეული წარმატებისათვის
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: