The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი

ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ფორაქიშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1916  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართველი მეცენატის, ქველმოქმედის, საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის მეუღლე. საფუძვლიანად შეისწავლა რუსული, ინგლისური და გერმანული ენები, რაც მას ეხმარებოდა საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში. დავით სარაჯიშვილთან საკუთარი ბედის დაკავშირებამ მას უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შესძინა. რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის წლებშიც მათი ოჯახი ნაციონალური იდეის განვითარების, საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ასპარეზად გადაიქცა. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ეკატერინე გახდა ოჯახის მდიდარი მეურნეობის, წარმოების და საქველმოქმედო საქმიანობის მთავარი ორგანიზატორი. რამდენიმე წელიწადში კი მან სამი მილიონი უანდერძა ქართული კულტურის ინსტიტუციებს. ამავე ანდერძში ეკატერინემ მიუთითა, რომ ორი მილიონის ღირებულების ქარხნები და დაწესებულებები მათი ლიკვიდაციის შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და თბილისის დრამატულ საზოგადოებებს უნდა გადასცემოდა. ქართველი საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. 

წყარო: http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/13/ekaterine-porakishvili-sarajishvili-0


გააზიარე: