The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ქავთარაძე

დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1941  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოტმა, მორდოვეთის ასსრ
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ნაფიც დამცველთა კოლეგიაში ჩაეწერა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) პავლე საყვარელიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის "ალიონის" ჯგუფს (მისი ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი "ალიონი"), რომელიც ოპოზიციაში ედგა ნოე ჟორდანიას მთავრობას. საქართველოს "გასაბჭოების" შემდეგ კვლავ ადვოკატად მუშაობდა, გამოდიოდა დამცველად დიდ სასამართლო პროცესებზე. 1927–1928წწ. იყო ლიტერატურული გაერთიანება "არიფიონის" წევრი. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში, რედაქცია გაუკეთა მთელ ლექსიკურ მასალას და ითავა ფრაზეოლოგიისა და მაგალითების დამატება. იყო იურიდიული ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემდგენელი (გამოვიდა 1963 წ.). ორიგინალიდან თარგმნა სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", "ანტიგონე", პლატონის "სოკრატეს აპოლოგია", "კრიტონი", ციცერონის "პირველი სიტყვა კატილინას წინააღმდეგ", ოვიდიუსის "ჰეროიდები" და სხვა. ლექსიკოგრაფი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.442

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლიტერატურული გაერთიანება "არიფიონი", წევრი (1927-1928)

გააზიარე: