The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუცა ღოღობერიძე

ნუცა ღოღობერიძე
ოფიციალური სახელი:ნინო ხუციშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 1966  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია. იგი ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-1925წწ. იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში.

გერმანიიდან დაბრუნებული, 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. 1926-1937წწ. მოღვაწეობდა სახკინმრეწვში ჯერ თანარეჟისორად, ხოლო შემდეგ რეჟისორად. 1930-იანი წლების შუა ხანებიდან იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის ფაქტორის გამო, რომელიც 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს. 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში "პოტმა", შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც თავშეყრილი იყო ათასობით ქალი, სახელწოდებით "ჩესერი" (член cемьиизменника рoдины), რომლებიც უბრალოდ მილიონობით "ხალხის მტრებად" წოდებულთა ცოლები იყვნენ და სასამართლოს განაჩენის გარეშე ექვემდებარებოდნენ დაპატიმრებას. საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "უჟმური" (1934), "ბუბა" (1930); სცენარის ავტორია ფილმების: "უჟუმური" (1934), "ბუბა" (დოკუმენტური, 1930). რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა.

წყარო: http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/04/nuca-nino-gogoberize

           http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=30


გააზიარე: