The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იროდიონ ქავჟარაძე

იროდიონ ქავჟარაძე
Date of birth:8 April, 1893
Date of death:August, 1988  (at 95 years)
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა ბათუმის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ სკოლაში. 1907 წელს დაამთავრა ბათუმის სამოქალაქო სასწავლებელი; 1914 წელს - გორის გიმნაზია და დაჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე;  1917 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი; 1927 წელს - უცხო ენათა უმაღლესი პედაგოგიური კურსები ფრანგული ენის განხრით და მიიღო ფრანგული ენის მასწავლებლის უფლება.

1929-1933წწ. ასწავლიდა ანგარიშმცოდნეობის საგნებს ტექნიკუმებში და კურსებზე. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამჭოთა მწერლების კავშირში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1907 წლიდან გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე.  პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909, პირველი წიგნი "მოთხრობები" - 1928 წელს. ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები "ადამი და ევა" (1965), "ერმილე ბაბუა" (1970), დოკუმენტური მოთხრობა "ვალმოხდილი" (1978), პიესები და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა თარგმნის სფეროში. თარგმნა მ. დე სენ-პიერის, ლონგეს, ვ. ჰიუგოს, ფ. შატობრიანის, ო. დე ბალზაკის, ა. დოდეს, ა. ფრანსის, ა. პუშკინის, ლ. ტოლსტოის, ვ. ორლოვის, ვ. ბიკოვის, ო. გონჩარის, დ. გულიას და სხვა თხზულებანი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 .-თბ., 1986.-გვ.443; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.654-659

Member of Organizations

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1940-)
  • სკკპ, წევრი (1950-)

Awards and Honors

  • მედალი "მამაცური შრომისთვის"

Bibliography

  • პოლი და ვირჟინი : რომანი (Translator). - თბილისი, ნაკადული, 1992. - 254გვ.
  • შაქრულა : მოთხრობა უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (Author). - თბილისი, განათლება, 1980. - 119გვ.
  • ვალმოხდილი : დოკ. მოთხრობა მემედ აბაშიძეზე (Author). - თბილისი, მერანი, 1978. - 197გვ.
  • შაქრულა : მოთხრობა (Author). - თბილისი, მერანი, 1973. - 129გვ.

Share: