შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადამ ჩახტაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე; მისი ძირითადი შრომები ეხება უმაღლეს გეომეტრიას, კერძოდ, დაამუშავა ბადეთა თეორია, ტენზორული გეომეტრიის მეთოდები; ცნობილი გეომეტრების მოწვევით სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოში დიფერენციალური და ტენზორული გეომეტრიის ფუძემდებელი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |