The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკანორ ჩერნეცოვი

ნიკანორ ჩერნეცოვი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1805
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1879  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლუხი, რუსეთი.

1829-1831წწ. იმოგზაურა საქართველოში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის დავალებით; ფერწერის აკადემიკოსის წოდების მისაღებად დახატა "თბილისის ხედი", რისთვისაც რამდენიმე ათეული ესკიზი შეასრულა
(დაცულია პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ მუზეუმში); თბილისის თემას ის მთელი ცხოვრების მანძილზე უბრუნდებოდა და გამოფენებზე გაჰქონდა საქართველოსთან, კერძოდ, თბილისთან დაკავშირებული ნამუშევრები ("საბაჟოსა და ჰოსპიტლების ხედი თბილისში", "თავად ბებუთოვის სახლი თბილისში", "გოგირდოვანი აბანოების შიდა ხედი", "თბილისის ქარვასლის შიდა ხედი" და სხვა); 1831 წელს დახატა თბილისის პანორამა; მის ნამუშევრებს აქვს დიდი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა XIX საუკუნის 20-30-იანი წლების თბილისის იერსახის წარმოსაჩენად; 
მხატვარ-პეიზაჟისტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.932; http://ru.wikipedia.org/wiki/Чернецов,_Никанор_Григорьевич


გააზიარე: