შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჩივაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში (1982-1996წწ. - ორგანული კატალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი); 1976-1996წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრაზე; მისი შრომები ძირითადად ეხება კატალიზის საკითხებს; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1981); პროფესორი (1985). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.933 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |