Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი კერესელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ორი წელი მუშაობდა თბილისის ენერგეტიკულ ნაგებობათა ინსტიტუტში ინჟინერ-ლაბორანტის თანამდებობაზე. 1940-1943წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა "აზნავთობის" ტრესტის ერთ-ერთ საწარმოში ჯერ ელექტროსაამქროს უფროსად, შემდეგ მთავარ ენერგეტიკოსად; 1947 წლიდან პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანტიდატი (1949). 1958-1963წწ. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინასტიტუტში, ხელმძღვანელობდა ელექტრული მანქანების განყოფილებას. 4 მონოგრაფიის, 45 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე გამოგონების ავტორი. მისი შრომები ეძღვნება ელექტროენერგიის გარდაქმნის ტექნიკურ და მართვის სისტემების საკითხებს. 1972-1989წწ. ხელმძღვანელობდა ტექნიკური ელექტრონიკის კათედრას. მრავალი წლის მანძილზე იყო ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 475; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 627; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.162 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |