შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მეძველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნახახულევი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (1930). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წლიდან. პირველი წიგნი 1932 წელს გამოაქვეყნა. 1933 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1940 წლიდან იყო ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი, 1965-1973 წლებში რექტორი. მისი ძირითადი ნაშრომებია "რუსი რევოლუციონერი-დემოკრატები და ქართველი სამოციანელები" (1959), "თერგდალეული კირილე ლორთქიფანიძე" (1965), "ლიტერატურული ნარკვევები" (1967), "ლიტერატურული წერილები" (1975), და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.650; mwvanekvavila.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |