The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ჩიჩუა

თინათინ ჩიჩუა
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 2013  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა და  1957 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; მისი კვლევის ძირითადი თემაა ძველი თბილისის საქალაქთმშენებლო ტრადიციები და მათი თანამედროვე მნიშვნელობა, აგრეთვე არქიტექტურის ისტორია და მათი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პრობლემები; კვლევის შედეგად მან პირველმა აღმოაჩინა ვახუშტი ბატონიშვილისეული თბილისის ტერიტორიის განაშენიანების უძველესი გეგმის შეთავსებულობა თანამედროვე განაშენიანებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და დაფიქსირდა ძველი და ახალი თბილისის საქალაქთმშენებლო სტრუქტურის იდენტურობა, ეს საფუძვლად დაედო შემდგომ კვლევებს თბილისის ქალაქთმშენებლობის საკითხებზე; მუშაობდა არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის დარგში;1967-1985წწ. საზოგადოება "ცოდნის" ხაზით კითხულობდა ლექციებს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში; 2005 წელს მიღებული აქვს სტუ-ის უმაღლესი ჯილდო გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი; 2008 წელს ჟურნალმა "სახე(ლ)ები" წლის საუკეთესო პედაგოგად დაასახელა; პროფესორი (1996), არქიტექტურის დოქტორი (2001). მიღებული აქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მედალი (2004).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ. 935-936; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.642

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: