The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟანი მეძმარიაშვილი

ოფიციალური სახელი:ჟანგო მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1989  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1973 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორად. მის ნამუშევრებში ქალაქური ცხოვრების დინამიზმი და დაძაბული რიტმი პოეტურად არის გადმოცემული. ნამუშევრები: "მეეზოვე ქალი" (1958), "უკანასკნელი სართული"(1961), "აფიშის გამკვრელი" (1962), "ფიქრები" (1971), გრაფიკული ციკლი "სამუშაოდან დაბრუნება" (1961) საქართველოს სურათების გალერეაშია განთავსებული. მიღებული აქვს ახალგაზრდობის ვენის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს მედალი (1956) ნამუშევრისთვის "ხევსური გოგონა"ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.650; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: