The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ჩიხლაძე

დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1928
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2006  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1954 წელს.

1955-1960წწ. მუშაობდა მხატვრად საბურთალოს რაიონის აგურის ქარხნის კერამიკულ საამქროში; 1961 წლიდან მოღვაწეობს სამხატვრო აკადემიაში. მან შეიმუშავა და სათავეში ჩაუდგა ბატიკის ყველა სახეობას, აღზარდა მრავალი მხატვარი, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში; საინტერესო ნამუშევრები აქვს აგრეთვე კერამიკაში და ტრიკოტაჟის ხელოვნებაში: სერვიზი "ქორწილი", ძველი თბილისის მოტივები (თიხა, ჭიქური, 1966, მხატვრის კუთვნილებაა), პანო "ძველი თბილისი" (მაღაზია "ციცინათელა", 1970) და სხვა; მხატვარი-კერამიკოსი; არის პრაღის საერთაშორისო გამოფენის დიპლომის (1962) და ვილნიუსის საერთაშორისო სიმპოზიუმის დიპლომის (1975) მფლობელი. საქართველოში ბატიკის ხელოვნების დამფუძნებელი, პროფესორი (1991).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.936; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.282

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: