შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო მთვარელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ურიათუბანი (ახლანდელი ვაზისუბანი), გურჯაანის რაიონი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდე, 1876 წლიდან თელავის სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა. 1884 წელს დაითხოვეს სამსახურიდან პროგრესული იდეების ქადაგებისათვის. ერთხანს ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ანტონ I, საქართველოს კათოლიკოსი" ("ივერია", 1879), "თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი" ("ივერია", 1881), "მეფე ირაკლის დროის წერილები" ("მოამბე", 1894), "კატალოგი წიგნთსაცავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" (გამოიცა 1887) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.667; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.487 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |