The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ქანთარია

ვალერიან ქანთარია
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1973  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1926 წელს.

1945-1973წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგე. შეისწავლა ვაზის ქირურგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. დაადგინა ქლოროზით ვაზის დაავადების მიზეზები და დიფერენცირებული აგროტექნიკა. ნ. ჩახნახიშვილთან ერთად გამოიყვანა სუფრის ყურძნის ჯიშები: თბილისური, მუსკატური რქაწითელი და სხვა. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "მევენახეობის აგროტექნიკა" (1950), "მევენახეობა"(1965 მ. რამიშვილთან ერთად), "ვაზის ქირურგიის თეორია და პრაქტიკა", 1964, რუსულ ენაზე). აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), მეღვინე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.454

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: