Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ქანთარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1926 წელს. 1945-1973წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგე. შეისწავლა ვაზის ქირურგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. დაადგინა ქლოროზით ვაზის დაავადების მიზეზები და დიფერენცირებული აგროტექნიკა. ნ. ჩახნახიშვილთან ერთად გამოიყვანა სუფრის ყურძნის ჯიშები: თბილისური, მუსკატური რქაწითელი და სხვა. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "მევენახეობის აგროტექნიკა" (1950), "მევენახეობა"(1965 მ. რამიშვილთან ერთად), "ვაზის ქირურგიის თეორია და პრაქტიკა", 1964, რუსულ ენაზე). აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), მეღვინე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.454 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |