The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ციციშვილი

ვახტანგ ციციშვილი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1964  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1902-1910წწ. სწავლობდა კადეტთა კორპუსში, ორიოლში, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა; 1911-1915წწ. სწავლობდა მონპელიეს აგროსასწავლებელში; 1915 წელს დაამთავრა დიჟონის აგრონომიისა და ენოლოგიის ინსტიტუტი მეღვინეობის დიპლომით.

1915-1918წწ. ხელმძღვანელობდა ბესარაბიაში, ყირიმსა და კავკასიაში რუსეთის საუფლისწულო მამულებში ღვინის წარმოებას; 1918-1920წწ. იყო ყირიმის მეღვინეთა საზოგადოების დირექტორი და ქართული კოოპერატივის თავმჯდომარე ყირიმში; 1920 წელს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ნაფარეულის ღვინის მეურნეობას; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. მოღვაწეობდა ბონში, პარიზსა და ბორდოში. 1942 წელს ავადმყოფობის გამო სამსახურს თავს დაანება და ხელი მიჰყო ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. 1952 წელს ალექსანდრე მანველიშვილთან ერთად დააარსა ყოველთვიურ ფრანგულენოვან ჟურნალს L'Action Georgien, რომელიც 1953 წლიდან გადაკეთდა La nation Georgien-ად, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი თავად იყო. საზოგადო მოღვაწე, მეღვინე.

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია.-ტ.II/ გ. შრაძე.-თბ.,2001.-გვ.526–530


გააზიარე: