შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1883 წელს და 1884 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ხალხოსნურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1898-1900წწ. იყო ჭიათურის საავადმყოფოს გამგე; 1900-1908წწ. საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და თიანეთში; 1908 წლიდან მუშაობდა ქუთაისში, იყო ქუთაისის ამბულატორიის გამგე და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ჰიგიენის მასწავლებელი; ამავე პერიოდში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა გაზეთებში "დროება", "ივერია", "ცნობის ფურცელი", "იმერეთი", "საქართველო"; 1912 წელს იყო გაზეთის "იმერეთის" ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ კი - რედაქტორი; 1916-1917წწ. რედაქტორობდა ქუთაისში გამომავალ პოპულარულ გაზეთებს "სამშობლო" და "ჩვენი ქვეყანა". შეადგინა და გამოსცა "სამეცნიერო-საფილოსოფიო ტერმინოლოგია", რომელიც წარმოადგენდა ამ ხასიათის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე. იმავე წლებში აქტიურად იღვწოდა პოლიტიკურ სარბიელზეც. 1921 წლიდან ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას; 1921-1926წწ. საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში; 1926 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში; 1926-1930წწ. იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის "ჯანსახკომის მოამბე" რედაქტორი. 2012 წელს ვასილ წერეთლის სახელი მიენიჭა ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 306-307 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |