The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჭავჭავაძე

ზურაბ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1953
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1989  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესია, ყვარელი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლებით ქიმიკოსს ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად დაიწყო მუშაობა; 1979 წელს მისი ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან. დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ეძღვნებოდა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელს, არამედ ჟანრის დასახელებაა. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში არის ზურაბ ჭავჭავაძის(ყოფილი შეროზიას ქუჩა) სახელობის ქუჩა. 

წყარო: burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ლიდერი (1987-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - საქართველოს ეროვნული გმირი (გარდაცვალების შემდგომ)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: