შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჭავჭავაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. განათლებით ქიმიკოსს ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად დაიწყო მუშაობა; 1979 წელს მისი ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან. დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ეძღვნებოდა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელს, არამედ ჟანრის დასახელებაა. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში არის ზურაბ ჭავჭავაძის(ყოფილი შეროზიას ქუჩა) სახელობის ქუჩა. წყარო: burusi.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |