The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კუბლაშვილი

გიორგი კუბლაშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.

1986-1988წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1993-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სამართალმცოდნე; 1999-2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო - სამართლის ფაკულტეტი, მკვლევარი; 1997-2002წწ. ევროპული გამოცდილება კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით(ყოფილი იუგოსლავია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი); 1997-2001წწ. ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების მოწესრიგების ჯგუფის ეგიდით გამართული შეხვედრები, აშშ, ესპანეთი; 2007-2020 საჯარო ლექციები.

სამუშაო გამოცდილება: 1993-1995წწ.  საქართველოს პარლამენტი, წამყვანი სპეციალისტი; 1995-1997წწ.  საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახური, კონსულტანტი; 1997-2004წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, განყოფილების უფროსი; 2004 საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში აპარატის, განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, მთავარი მრჩეველი, განყოფილების უფროსი; 2005-2006წწ. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო, მრჩეველი; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2013წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2013-2018წწ. შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტი მიწვეული ლექტორი(დოპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი; მოლაპარაკებები და კონფლიქტის მოწესრიგება); 2016 წლიდან "დიპლომატიური კლუბის" თანადამფუძნებელი; 2014-2018წწ. სტატიების ავტორი, ჟურნალ "ივერია"-ში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინტერნეტ გამოცემა "iveria.biz", თანადამფუძნებელი (2013-)
  • ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო, წევრი (2017-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: