The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ტოროტაძე

ანდრო ტოროტაძე
ოფიციალური სახელი:ანდრია ტოროტაძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, პუბლიცისტი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით.

1982-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო 1984-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე. 1989-1992 წლებში ეროვნული მოძრაობისა და პირველი ეროვნული ხელისუფლების დროს და ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგაც, აქვეყნებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის პუბლიცისტურ წერილებს (30-ზე მეტი პუბლიკაცია) ქართულ პრესაში (გაზეთები: "დედასამშობლო", "თბილისი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "საქართველო", "ახალგაზრდა ივერიელი", "იბერია-სპექტრი", "Молодежь Грузии", "Вечерний Тбилиси", "Вестник Грузии", "Свободная Грузия"). 1989 წელს დააარსა და რედაქტორობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო ფრონტის გაზეთს "დედასამშობლო" (სულ გამოვიდა გაზეთის 3 ნომერი). იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი რესპუბლიკური კონფერენციის ორგანიზატორი და კონფერენციის სპიკერი (1990 წლის 20-24 იანვარი, უნივერსიტეტის მეორე კორპუსი); კონფერენციის მიმდინარეობა და შედეგები ფართოდ გააშუქა მაშინდელმა ქართულმა პრესამ. 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებზე იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს უზენაეს საბჭოში. 1992 წლიდან მუშაობს ბიზნესის სფეროში. არის შპს "MetalsGeorgia"-ს დამფუძნებელი და დირექტორი და შპს "SIN(AL)"-ის დამფუძნებელი და წარმოების უფროსი. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ალუმინის პროდუქცია - ჯართი, სხმულები და წიდა ექსპორტზე გადის.

 მისი შრომები იბეჭდებოდა სამეცნიერო ჟურნალში "Теоретическая и математическая физика": "Космические струны в релятивистской теории гравитации" (том 81:2, с.315-320, 1989), "Двумерная модель взаимодействия нерелятивистской частицы со скалярными мезонами в пределе сильной связи" (том 76:2, с.231-241, 1988); "Труды Тбилиского университета" (Серия естественных наук): "Об определении скобок Дирака" (т. 13, с.68-72, 1987). ავტორია წიგნისა "იესო ნაზარეველი, ძე კაცისა", რომელშიც გამოთქმულია მოსაზრებები იესოს ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ. მისი ორი წიგნი: "ჩემი აზერბაიჯანი" (2019) და "ტაიგა" (2020) ელექტრონული ფორმით არის გამოქვეყნებული ელექტრონული წიგნების სახლში "საბა".

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: