შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჩოხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს. 1956-1963წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 159 მატჩი (4 გოლი), სსრკ ნაკრებში - 19 მატჩი; 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 4-ჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; 1969-1970წწ. და 1974 წელს იყო თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი; ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში; გამოირჩეოდა კორექტულობით, საზრიანობით, დახვეწილი ტექნიკით, მეტოქის ჩანაფიქრის ამოცნობის შესაშური ალღოთი, ბრწყინვალედ თამაშობდა თავით; სპორტის სახეობა: ფეხბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.937 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |