The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჩოხელი

გივი ჩოხელი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1994  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს.

1956-1963წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 159 მატჩი (4 გოლი), სსრკ ნაკრებში - 19 მატჩი; 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 4-ჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; 1969-1970წწ. და 1974 წელს იყო თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი; ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში; გამოირჩეოდა კორექტულობით, საზრიანობით, დახვეწილი ტექნიკით, მეტოქის ჩანაფიქრის ამოცნობის შესაშური ალღოთი, ბრწყინვალედ თამაშობდა თავით; სპორტის სახეობა: ფეხბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.937

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1962 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1960 - ევროპის ჩემპიონი
  • 1959 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი

გააზიარე: